ახალი ამბები

თურქეთის ნაკრებმა გოლი სამხედრო სალმით აღნიშნა სირიაში ოპერაციის ფონზე

12 ოქტომბერი, 2019 •
თურქეთის ნაკრებმა გოლი სამხედრო სალმით აღნიშნა სირიაში ოპერაციის ფონზე

თურქეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 11 ოქტომბერს ალბანეთის ნაკრებისთვის გატანილი გამარჯვების გოლი სამხედრო მისალმებით აღნიშნა.

გოლი თურქეთის ნაკრების კაპიტანმა 90-ე წუთზე გაიტანა, რაც მან და რამდენიმე ფეხბურთელმა სამხედრო მისალმებით აღნიშნა. ამ ჟესტის გამო შესაძლოა თურქეთის ნაკრებს გარკვეული სასჯელი დაემუქროს.

როგორც თურქული გამოცემა Anadolu წერს, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელები ამ ჟესტით გამოეხმაურნენ თურქეთის ოპერაციას სირიაში.

რამდენიმე დღის წინ თურქეთმა სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედო ოპერაცია დაიწყო, რასაც მწვავედ აკრიტიკებს არაერთი აქტორი, მათ შორის ევროკავშირი. 11 ოქტომბერს მათი საარტირელიო ჭურვები აშშ-ის ჯარისკაცების სიახლოვესაც ჩამოვარდა.

ალბანეთთან თურქეთის მატჩი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა იყო.

ამავე სეზონის მიმდინარეობისას UEFA-მ სლოვაკეთის ნაკრები £13,300-ით დააჯარიმა „პროვოკაციული პოლიტიკური მესიჯის“ გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი