ახალი ამბები

„სირცხვილიას“ ახლა „ქვეყნის სამსახურში“ ჰქვია და კახეთიდან იწყებს რეგიონებში გასვლას

12 ოქტომბერი, 2019 • 1465
„სირცხვილიას“ ახლა „ქვეყნის სამსახურში“ ჰქვია და კახეთიდან იწყებს რეგიონებში გასვლას

20 ივნისის მოვლენების შემდეგ გაჩენილი მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ოქტომბრიდან რეგიონებში გასვლას ახალი სახელით იწყებს — „ქვეყნის სამსახურში“. პირველად მოძრაობის წევრები კახეთში ჩავლენ.

20 ივნისის მოვლენებიდან ზუსტად 4 თვის თავზე, „20 ოქტომბერს თელავს მოვუყვებით სამოქალაქო მოძრაობის მიზნებზე, არჩევნებში წასვლის აუცილებლობაზე, მოვუსმენთ მათ პრობლემებს და გავაცნობთ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზებს“, — წერენ ორგანიზატორები.

„სირცხვილიამ“ სერგეი გავრილოვის ვიზიტიდან და იმ ღამით განვითარებული მოვლენებიდან ზუსტად 3 თვის თავზე პარლამენტის წინ დემონსტრაციები დაასრულა, თუმცა პირობა დადო, რომ „წერტილოვან“ აქციებს გამართავენ ხოლმე და შექმნიან და გააძლიერებენ „აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს“.

ნახეთ ასევე:

“სირცხვილიას” ორგანიზატორების მანიფესტი და გენგეგმა

მასალების გადაბეჭდვის წესი