ახალი ამბები

საბერძნეთის ეკლესიის სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

12 ოქტომბერი, 2019 •
საბერძნეთის ეკლესიის სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

ელადის (საბერძნეთის) მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის შარშან დაარსებული, ერთიანი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

ბერძნული წყაროების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ელადის ეკლესიის სინოდმა, რომელსაც 80 მღვდელმთავარი აკომპლექტებს, 12 ოქტომბერს მიიღო.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, იერონიმე II უკრაინის კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღველმთავრებთან ერთად მოიხსენიებს ქადაგებებში.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს 2019 წლის იანვარში მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.

მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის შემდეგ, საბერძნეთის ეკლესია პირველია, რომელმაც ამ ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

უკრაინის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი