ახალი ამბები

რა გავიგეთ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის საპარლამენტო მოსმენიდან

11 ოქტომბერი, 2019 •
რა გავიგეთ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის საპარლამენტო მოსმენიდან

11 ოქტომბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ვლადიმერ კაკაბაძის მოსმენა გაიმართა. კაკაბიძე ამ დროისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

2006-2016 წლებში ვლადიმერ კაკაბაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 2016 წელს 3 წლის ვადით განწესდა იმავე პოზიციაზე, ხოლო 2017 წლიდან უვადოდ დაინიშნა ამავე თანამდებობაზე. 2019 წლის 15 ივლისიდან ვლადიმერ კაკაბაძე სამოსამართლო უფლებამოსილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქოში აგრძელებს.

გახმაურებულ საქმეებს შორის, რომლებიც ვლადიმერ კაკაბაძემ კარიერის მანძილზე განიხილა, „ფილიპ მორისის საქმე“ იყო.

საკომიტეტო მოსმენა გაგრძელდა 5 საათი და 6 წუთი. სულ დაისვა 206 შეკითხვა, მათ შორის: 100 – სამართლებრივი კითხვა, 2 – წინა სამსახურის შესახებ, 104 – ზოგადი ხასიათის კითხვა.

დაითვალა ფეისბუკის გვერდმა „მინდა ვენდო სასამართლოს“. გვერდს ამუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება — „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.

გთავაზობთ ამ გვერდის მიერ დღის განმავლობაში შეკრებილ გამორჩეულ ეპიზოდებს ვლადიმერ კაკაბაძის გასაუბრებიდან:

„თქვენთვის, როგორც იურისტისთვის, რით განსხვავდება პატივი და ღირსება?“ — მამუკა მდინარაძის შეკითხვა

„როგორია თქვენთვის ზონდერ მოსამართლე?“ — ოთარ კახიძის შეკითხვა

„აქაც ჩეკისტურად ჩათვლით, როცა უხერხულ კითხვებს დაგისვამენ და ჩაგეკითხებიან?“ — გიგა ბოკერიას შეკითხვა

„ამ საქმემ თქვენზე, როგორც მოსამართლის რეპუტაციაზე, რამე ზეგავლენა მოახდინა?“ — ნინო გოგუაძის შეკითხვა

„ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, კონდიქციური ვალდებულების არსი და, ასე ვთქვათ, რა სამართლებრივ ინტერესს იცავს ეს ინსტიტუტი?“ — ევროპული საქართველოს წევრის, ირაკლი აბესაძის შეკითხვა

„რა განსხვავებაა ფაქტსა და მოსაზრებას შორის?“ — ოთარ კახიძის შეკითხვა

„ბიზნესმენ ფადი ასლის თურმე ეს არ უთქვამს და თქვენ ეს დააბრალეთ“ — ოთარ კახიძის შეკითხვა

„ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია ამ საქმემ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე“ — თინა ბოკუჩავას შეკითხვა

„სიტყვის თავისუფლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა?“ — სალომე სამადაშვილის შეკითხვა

„რა ასპექტებს მოიცავს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება?“ — თათული თოდუას შეკითხვა

„თქვენ, როგორც მოსამართლეს, მოგიწიათ ამ საკითხზე მსჯელობა, როგორ იმოქმედებდით?“ — ანრი ოხანაშვილის შეკითხვა

„რა მისცა ყველაზე მთავარი კაცობრიობას თავისუფლების დიდმა ქარტიამ?“ — გიორგი მშვენიერაძის შეკითხვა

მასალების გადაბეჭდვის წესი