ხაშურში, სავარაუდოდ, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.
დღეს, 11 ოქტომბერს, ხაშურში, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა ქალს ესროლა. ქალი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში და ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს, ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, კაცმა ქალის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, თუმცა ის არ აფეთქებულა. შსს-ში კი ამბობენ, რომ ადგილზე გამნაღმველები მართლაც მუშაობდნენ.