ახალი ამბები

თბილისის აეროპორტში 23 კგ მარიხუანა ამოიღეს

11 ოქტომბერი, 2019 • 1265
თბილისის აეროპორტში 23 კგ მარიხუანა ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის გნაცხადებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს.

უწყებაში ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში, სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის, დ.დ-ს კუთვნილი ბარგის რენტგენო-სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 23 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა.

რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა – გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი