ახალი ამბები

სვანეთის ფოტო რამდენიმე დღით Windows-ის საწყის ეკრანზე გამოჩნდება

11 ოქტომბერი, 2019 • 2314
სვანეთის ფოტო რამდენიმე დღით Windows-ის საწყის ეკრანზე გამოჩნდება

სვანეთის ფოტო რამდენიმე დღით Microsoft Windows-ის საწყის ეკრანზე გამოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია აცხადებს, ფოტოს რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას Windows-ის მილიონობით მომხმარებელი იხილავს.

“დალაშქრე შავიზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს” – ეწერება საწყის ეკრანზე ფოტოს გასწვრივ.

მასალების გადაბეჭდვის წესი