ახალი ამბები

საქსტატი: 2014 წელს ბუნებრივმა მატებამ წინა წელთან შედარებით 23,8 პროცენტით მოიმატა

31 მარტი, 2015 • • 1317
საქსტატი: 2014 წელს ბუნებრივმა მატებამ წინა წელთან შედარებით 23,8 პროცენტით მოიმატა

საქსტატის ცნობით, 2014 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა გურიის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

 

სამსახურის ცნობით, 2014 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2013 წელთან შედარებით 1,1 პროცენტით გაიზარდა და 49 087 შეადგინა.

 

გარდაცვალების რიცხოვნობის მატება აისახა გარდაცვლილთა სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურაში. საქსტატის ინფორმაციით, მატება დაფიქსირდა 70-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის.

 

დემოგრაფიული მაჩვნებელები 2015 წელი
დემოგრაფიული მაჩვნებელები 2015 წელი

კლება განიცადა ქალების 65-69 წლის და 75 წლის ზემოთ ასაკობრივმა ჯგუფებმა, ხოლო მამაკაცებში – 60-69 და 75-79 წლის ასაკობრივმა ჯგუფებმა.

 

რაც შეეხება ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტს, 1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 2014 წელს 9,5 პრომილე შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1,6 პუნქტით ნაკლებია.

 

5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 2014 წელს 10,9 პრომილე იყო, ხოლო იგივე მაჩვენებელმა 2013 წელს 13,0 პრომილე შეადგინა.

დემოგრაფიული მაჩვნებელები 2015 წელი
დემოგრაფიული მაჩვნებელები 2015 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი