შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და დევნილებს მართლაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. დაისახა სამომავლო გეგმები რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება შენობის სრული რეაბილიტაცია, რისთვისაც დევნილთა სამინისტროს განსაზღვრული აქვს 2 500 000 ლარის გამოყოფა.

დევნილთა სამინისტრო და თბილისის მერია უმოკლეს ვადაში ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
