ახალი ამბები

ხაზარაძე: ივანიშვილი რუსეთში ნასწავლ რეიდებს აქ ახორციელებს

10 ოქტომბერი, 2019 •
ხაზარაძე: ივანიშვილი რუსეთში ნასწავლ რეიდებს აქ ახორციელებს

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციის საქმეზე წინასასამართლო სხდომის შემდეგ აცხადებს, რომ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარულ მმართველობასთან. მისი თქმით, ივანიშვილი რუსეთში ნასწავლ რეიდებს საქართველოში აცორხიელებს:

“ჩვენ ვართ აბსოლუტურად სუფთა არა მარტო ამ საქმეში, არამედ მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ბიზნესს ვაკეთებთ. ფაქტია, საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან. მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დანიშნულია მთავარ პროკურორად, უდიპლომო, უცოდინარ ადვოკატთან. ასეთივე უცოდინარი პროკურორები ურცხვად ითხოვნდჯენ მტკიცებულებებს, რომლებიც მოიპოვა ჩვენმა ადვოკატმა, დღეს ითხოვენ ამ მტკიცებლებების ამოღებას საქმიდან.

ბიძინა ივანიშვილის საბჭოური მენტალიტეტი, რეიდები, რომლებიც მან რუსეთში ისწავლა და საქართველოში ახორციელებს და ის ტყუილები, რაც ორი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში მოვისმინეთ –  გადაახვიეთ მისი დაპირებები… მინდა ოცნების წევრებს ვუთხრა, ცოტა შეგრცხვეთ, სად დგახართ, თქვენს შვილებს ჩახედეთ თვალებში, რას ჰპირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ რეალურად. ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი ჭაობი და თუ ამ ჭაობიდან დროზე არ ამოვედით ყველა ერთად”, – განაცხადა ხაზარაძემ 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი