ახალი ამბები

ფრენების აკრძალვაზე ეკონომიკის სამინისტროს ჩვენ მივმართეთ – ობსერვატორიის დირექტორი

9 ოქტომბერი, 2019 •
ფრენების აკრძალვაზე ეკონომიკის სამინისტროს ჩვენ მივმართეთ – ობსერვატორიის დირექტორი

ობსერვატორიის დირექტორის, მაია თოდუას თქმით, აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვაზე ეკონომიკის სამინისტროს ობსერვატორიამ მიმართა. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, მსგავსი მოთხოვნით სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართეს:

“დაახლოებით ორი კვირის წინ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს. [საჰაერო ფრენები] დაკვირვებაში გვიშლის ხელს… თვითმფრინავები კვალს ტოვებენ, რაც ჩვენი საქმიანობისთვის კარგი არ არის.”

შეიცვლება თუ არა აბასთუმნის საჰაერო მარშრუტი, ეს საკითხი ჯერ უცნობია. ეკონომიკის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები, საქაერონავიგაცია და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

უწყებები კომენტარს არ აკეთებენ აბასთუმნის საჰაერო მარშრუტის შესაძლო ცვლილებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი