ამ აქციის ფარგლებში, დღეს პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით – 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამოირთვება.
“დედამიწის საათის” აღსანიშნავად დღეს თბილისში, 20:00 – 22:00–ზე მრგვალ ბაღში, გაეროს სახლის წინ ცოცხალი მუსიკის კონცერტი და ცეცხლოვანი შოუ გაიმართება.
“ჩვენ საკუთარი პლანეტისგან იმაზე გაცილებით მეტს მოვიხმართ, ვიდრე ეს რეალურად გვჭირდება და ვიდრე მას უკან ვუბრუნებთ. კლიმატის ცვლილების პროცესი უკვე წლებია დაწყებულია და სულ უფრო ძალას იკრებს. გასული წლის ზაფხული კი, ბოლო 135 წლის განმავლობაში, ყველაზე ცხელ ზაფხულად შეფასდა. „დედამიწის საათის“ მშვიდობიანი მანიფესტით თითოეული ჩვენგანი დავდებთ პირობას და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებსა თუ დაწესებულებებს, რომ შეამცირებენ ზეგავლენას გარემოზე, რამეთუ 10 წელიწადში შედეგი შეუქცევადი იქნება,”– წერია WWF Georgia–ს მიერ Facebook–ზე ორგანიზებულ ღონისძებაზე “დედამიწის საათი 2015“.