ახალი ამბები

შსს: სავალუტო ჯიხურის თანამშრომელს 40 000 ლარი წაართვეს

28 მარტი, 2015 •
შსს: სავალუტო ჯიხურის თანამშრომელს 40 000 ლარი წაართვეს

შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 16 მარტს ბრალდებულმა  ზუგდიდში ავტომანქანით გზა გადაუღობა “მერსედესის” მარკის ავტომანქანას, რომელსაც სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი ნინო ბ. მართავდა. ვალერ ბ-მ ჩაამტვრია ავტომანქანის გვერდითა საქარე მინა, ნინო ბ-ს დედას – გული მ-ს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც 40 000 ლარი იყო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ვალერ ბ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან
ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი