ახალი ამბები

არქიმანდრიტი ანთიმოზი აპოლიტიკურ ორგანიზაცია “17 მაისს” აყალიბებს

27 მარტი, 2015 •
არქიმანდრიტი ანთიმოზი აპოლიტიკურ ორგანიზაცია “17 მაისს” აყალიბებს

მან ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელწოდება “17 მაისი“ იქნება:

 

“მე მინდა შევქმნა ორგანიზაცია “17 მაისი”, დედა ახალი გარდაცვლილი მყავს, ქალბატონი მედეა, ის სწორედ 17 მაისს დაიბადა, სწორედ დედ-მამის საპატივცემულოდ შევქმნი ამ მოძრაობას. ეს იქნება აპოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს უბრალოდ იქნება ორგანიზაცია, რომელიც დაუპირისპირდება იმ ძალებს, რომლებიც საქართველოში ანტიქრისტიანულ იდეოლოგიას ავრცელებენ”.

 

24 მარტს არქიმანდრიტმა ანთიმოზმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ ის ეკლესიიდან წავიდა. 

 

“ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს! არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი),”– წერს ის.

 

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, არქიმანდრიტი ანთიმოზი იგინება. ვიდეოს ავტორად ეთო გავაშელაშვილია მითითებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი