ახალი ამბები

ბოკუჩავამ პარლამენტს მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა

9 ოქტომბერი, 2019 • 931
ბოკუჩავამ პარლამენტს მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა

თინა ბოკუჩავამ პარლამენტს მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ მან შალვა თადუმაძესთან გასაუბრების დროს განაცხადა.

ბოკუჩავამ თადუმაძეს პროკურატურის მიერ 6 მაისს გავრცელებული განცხადება შეახსენა, სადაც ნათქვამია, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე უწყება უახლოეს 2 თვეში შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მან თადუმაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ, როდესაც მაისის შემდეგ 5 თვეა გასული.

“აღნიშნული განცხადება ჩემთვის ცნობილია. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა საქართველოს პროკურატურისთვის და გამოძიებას ინტენსიურად ვახორციელებდით, სამწუხაროდ, ცნობილია თქვენთვისაც და საზოგადოებისთვის, რომ საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ პროკურატურაში არ ხორციელდება, მით უმეტეს, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე. მე შემიძლია დეტალურად ვისაუბრო მიმდინარე…

არცერთ უწყებას არ ვაბრალებ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, დაკითხულია თქთმის ყველა მოწმე, გადაკითხულია ყველა ის მოწმეები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, რომ დამატებითი დაკითხვა განხორციელებულიყო. შესაბამის უწყებებში შესაბამისი ექსპერტიზის თაობაზე უკვე მიმართულია, შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის გარკვეული დოკუმენტების მიღება/ამოღებაა საჭირო.

მე უკანასკნელი ინფორმაცია არ მაქვს ამ საქმესთან დაკავშირბეით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემთვისაც შეიძლება გამოწვევა იყოს და აუცილებლად, მომდევნო საპარლამენტო მოსმენაზე წარდგენის შემთხვევაში…“, – პასუხოსბს ბოკუჩავას თადუმაძე.

პასუხის მიღების შემდეგ ბოკუჩავამ თქვა: “განცხადება, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ 6 მაისს, ისეთივე ყალბია, როგროც თქვენი დიპლომი“, შემდეგ კი განმარტა, რომ სწორედ პროკურატურის ეს განცხადება დაედო საფუძვლად პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითც მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა.

“არ მოიძებნა უმრავლესობაში 20 დეპუტატიც კი, რომელიც პარლამენტს მხარს დაუჭერდა, განეხორციელებინა თავისი უფლებამოსილება და შეექმნა საგამოძიებო კომისია აღნიშნულ საკითხზე იმიტომ, რომ ბატონი შალვა ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და მას არ სურს, რომ გამოიძიოს ეს საქმე. ის გასცემს ცრუ დაპირებებს, სწორედ ისე, როგორც ბიძნა ივანიშვილი. ეს განცხადება არის ყალბი იმიტომ, რომ ამ განცხადების მიხედვით, ჯერ კიდევ ივლისში უნდა დასრულებულიყო საგამოძიებო მოქმედებები და მაშინ უნდა გამოგექვეყნებინათ შემაჯამებელი დასკვნა.

ამიტომ, მე კიდევ ერთხელ, დღეს, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, მივმართავ პარლამენტს, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია იმიტომ, რომ არ გვაქვს თქვენი იმედი, ბატონო შალვა, არც მთავარი პროკურორის რანგში და არც უზენაესი სასამართლოს სავარაუდო თავმჯდომარის რაგნაში“, – ამბობს ბოკუჩავა.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში რჩება, მის კითხვებს კი ბოკუჩავა დასვამს

მასალების გადაბეჭდვის წესი