ახალი ამბები

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში რჩება, მის კითხვებს კი ბოკუჩავა დასვამს

9 ოქტომბერი, 2019 •
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში რჩება, მის კითხვებს კი ბოკუჩავა დასვამს

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ დღეს არ შეუშვეს პარლამენტის იურიდიულ სხდომათა კომიტეტის დარბაზის იმ ნაწილში, სადაც თადუმაძეა.

მაჩალიკაშვილის თქმით, თადუმაძისთვის “თვალებში ჩახედვა უნდოდა“ და რაკი ამის საშალება არ მიეცა, უარს ამბობს, მოქალაქეებისთვის გამოყოფილ ადგილიდან (დარბაზის აივანი) ადევნოს თვალი გასაუბრებას.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად მას პარლამენტის შენობაშიც არ უშვებდნენ, შემდგომ კი დარბაზის მთავარ ნაწილში შესვლაზე უთხრეს უარი.

„მე პარლამენტს არ დავტოვებ, პარლამენტში დავრჩები. ამათ კარგად იციან, რა კითხვებიც მქონდა, თუ მომეცებოდა ამის საშუალება, თუ არადა, თავს შეივკავებდი…. კითხვები ბევრი მაქვს, თადუმაძესთანაც, დეპუტატებთანაც, სისტემასთანაც, მაგრამ პასუხის გამცემი არავინაა. ამათ თვალებში შემოხედვაც კი ეშინიათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

ეშინიათ… ეს სამარცხვინო ფაქტი მათ აშინებთ, რა კითხვის დასმას ვაპირებდი … რაკიღა არ მომეცა საშუალება, რომ დავმჯდარიყავი და შემეხადა ადამიანის თვალებშიც,“ – ამბობს მაჩალიკაშვილი ტვ “პირველის“ ეთერში.

მაჩალიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა ენმ-ის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, რომელიც ამბობს, რომ თავად დასვამს იმ კითხვებს, რომლებიც მაჩალიკაშვილს აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი