ახალი ამბები

ნოდარ ხადური: შიდა შოკები არ გვაქვს, გვაქვს პატარა “შოკუნიები”

27 მარტი, 2015 •
ნოდარ ხადური: შიდა შოკები არ გვაქვს, გვაქვს პატარა “შოკუნიები”

“პრობლემების ჯაჭვია და ერთგვარი დომინოს ეფექტია. მოსახლეობის მოლოდინები იყო გაცილებით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ვერ მივიღეთ. გადაჭარბებული მოლოდინები ადამიანებს ყოველთვის აქვს და უნდა ჰქონდეთ და ეს კარგია. ეკონომიკურ მეცნიერებაში არის მთელი მიმდინარეობა მეცნიერების, რომელიც მოლოდინებზეა აგებული. ამ მოლოდინების კვლევაში ხალხმა ნობელის პრემია აიღო. ხშირ შემთხვევაში, როგორიცაა მოლოდინი, ისეთია მომავალი პერიოდი, თუ რამე შოკები არ ხდება. შოკი შეიძლება იყოს როგორც გარე, ისე შიდა. გარე შოკებზე ვისაუბრეთ, ბევრს აღარ მოვყვები. შიდა შოკები, მადლობა ღმერთს, არ გვაქვს, გვაქვს პატარა “შოკუნიები”. ეს პატარა “შოკუნიები”, ჩვენი ოპონენტების სურვილია ცეცხლში გახვეული ნახონ საქართველო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ”,- განაცხადა ნოდარ ხადურმა “პალიტრა TV”-ის გადაცემა “ბიზნეს-PRESS”-ში, რომელიც სრულად 30 მარტს გავა.

 

საქართველოს მთავრობას 2015 წლისთვის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ სავალუტო კრიზის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ლარის გასამყარებლად ეროვნული ბანკი პირველ ეტაპზე სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს და რეფინანსირების განაკვეთს გადახედავს. ამ ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ კი ქვეყანაში 2015 წელს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა 5% ვეღარ იქნება და მთავრობას ამ პროგნოზის გადახედვა და ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს. საერთშრისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, შესაძლოა 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2%-ით ვერ გაიზარდოს. ფონდმა მთავრობას ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდის და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების რეკომენდაცია მისცა.

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, 27 მარტი მონაცემებით კი, 100 დოლარის ყიდვისთვის 222 ლარია საჭირო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი