ახალი ამბები

დუმის სპიკერი ზურაბიშვილისგან რუსეთისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს

8 ოქტომბერი, 2019 • 717
დუმის სპიკერი ზურაბიშვილისგან რუსეთისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩისლავ ვოლოდინის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც რუსეთზე, როგორც აგრესორ ქვეყანაზე ისაუბრა, ბოდიში უნდა მოიხადოს. ამის შესახებ მან  “რასია 24″-ს უთხრა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელსუფლებაში უნდა განმარტონ თავიანთი პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით.

“როგორ შეიძლება ურთიერთობების გამოსწორება მაშინ, როდესაც, საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა?“ – ამბობს ვოლოდინი და ამატებს, რომ “ურთიერთობის გამოსწორების“ პროცესში ვიღაცას დასჭირდა თბილისში “ამ კონფლიქტის მოწყობა”, როდესაც სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით რუსული დელეგაცია ჩავიდა.

“საქართველოს პრეზიდენტმა, იმის ნაცვლად, რომ მომხდარი განსაჯოს, იმის ნაცვლად, რომ ჩაერიოს და თქვას: ასე არ შეიძლება,- მით უმეტეს, როდესაც პრეიზდენტს ჩამოსულ დელეგაციაზე ეკისრება პაუსიხსმგებლობა, – რუსეთი აგრესორად გამოაცხადა. რისთვის? ახლა კი ის ჩუმად არის. ქართული საზოგადოება კი ამბობს: არა, ჩვენ არ გვინდა ურთიერთობის გამოსწოება. შესაბამისად, დაე, ახლა ქართულმა ხელისუფლებამ განცხადება გააკეთოს ამასთან დაკავშირებით“, – ამბობს ვოლოდინი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვოლოდინი ამბობს, რომ საქართველომ საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს “რუსეთის მიმართ გავრცელებული ნეგატიური განცხადებებისთვის“. აღნიშნული ვოლოდინმა თბილისში ანტისაოკუპაციო აქციების დროს, გავრილოვის ვიზიტის შემდეგ, განაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი