გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში შედგება

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში ნათქვამია, რომ “გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით”.

2019 წლის 9 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ კვირას შედგება ვიზიტი სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.