ახალი ამბები

ლევან ჯიქური წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა

8 ოქტომბერი, 2019 •
ლევან ჯიქური წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა

20/21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. შესაბამისად, ის წინასწარი პატიმრობიდან დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

ჯიქური ციხეში შიმშილობდა. ოჯახის ინფორმაციით, მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

გირაოს თანხა 2000 ლარით განისაზღვრა.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის განმარტებით, დაცვის მხარემ სასამართლოში წარადგინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები. ამასთან, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, არ არსებობს მისი მხრიდან მათი განადგურების საფრთხე.

მასალების გადაბეჭდვის წესი