20/21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი აცხადებს, რომ მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუ მეორე ბრალდებულ ლევან ჯიქურს, რომელიც ასევე შიმშილობს, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.
ამის შესახებ თამლიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს, 8 ოქტომბერს, 20/21 ივნისის მოვლენებზე ბრალდებულების საქმეები განიხილება.
თამლიანის თქმით, შიმშილობა იმის გამო დაიწყო, რომ ადგილი აქვს ორმაგ სტადარტს. როგორც ცნობილია, ბრალდებული პოლიციელები გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
ჯიქურის და თამლიანის ახლობლები ამბობენ, რომ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.