ახალი ამბები

სხვადასხვანაირად მნათლავენ, მაგრამ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის ნაწილი ვარ – ბოკერია

7 ოქტომბერი, 2019 •
სხვადასხვანაირად მნათლავენ, მაგრამ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის ნაწილი ვარ  – ბოკერია

“კი სხვადასხვანაირად მნათლავენ ხოლმე, მაგრამ მე ნაწილი ვარ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძეს უსმენდნენ.

გიგა ბოკერიამ ქობულეთში მუსლიმურ სასულიერო სასწავლებელთან დაკავშირებით მაია ვაჩაძის მიერ 2018 წელს განხილული საქმე გაიხსენა და დაინტერესდა, რატომ არ დაადგინა მოსამართლემ პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტი.

“ჩვენი მრწამსის ადამიანები რომ შეზღუდონ ფიზიკურად – კი სხვადასხვანაირად მნათლავენ ხოლმე, მაგრამ მე ნაწილი ვარ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის – და რომ არ გვიშვებდნენ ეკლესიაში ანტიმართლმადიდებლები, იქ პოლიცია ხომ ნამდვილად იმოქმედებდა? თუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ასე არ იქნებოდა და პოლიცია ზოგადად უძლური იყო? მაგრამ ამასაც თავი რომ დავანებოთ, ვარაუდის საფუძველი არ არსებობდა იმისი, რომ დისკრიმინაცია იყო? ნუთუ პოლიციას არ უნდა ემტკიცებინა, რატომ მოიქცა ასე, რატომ არ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები? თქვენ თქვით, რომ დღესაც ასე მოვიქცეოდიო. რატომ?” – მიმართა ბოკერიამ ვაჩაძეს.

მოსამართლემ განმარტა, რომ პოლიციის მხიდან დისკრიმინაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი