ახალი ამბები

A320-ის კატასტროფა: კაბინიდან გასულმა პილოტმა უკან დაბრუნება ვერ შეძლო

26 მარტი, 2015 •
A320-ის კატასტროფა: კაბინიდან გასულმა პილოტმა უკან დაბრუნება ვერ შეძლო

 

ალპებში  კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე თვითმფრინავ A320-ის ორ პილოტთაგან ერთ-ერთმა დატოვა კაბინა და უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ამის შესახებ  26 მარტს, საღამოს, საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურმა ბორტის თვითჩამწერის გაშიფვრის შემდეგ განაცხადა.

ფოტო: Deutsche Welle
ფოტო: Deutsche Welle

 

გამოძიების მონაცემებით, კაბინიდან გამოსული პილოტი დაჟინებით აკაკუნებდა კაბინის კარზე, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ერთ-ერთმა სპეციალისტმა, ვინც ავაკატასტროფის გარემოებებს სწავლობს, გაზეთ New York Times-ს განუცხადა, რომ „შავი ყუთის“ ჩანაწერების მოსმენისას ისმის, როგორ უშედეგოდ ცდილობს პილოტი კაბინაში შეღწევას, კარის შემტვრევას.

 

თვითმფრინავმა  A320 რეისი ბარსელონა-დიუსელდორფი 24 მარტს სამხრეთ საფრანგეთში განიცადა კატასტროფა. ბორტზე მყოფი 150 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. ავარიის მიზეზი გაურკვეველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი