ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟირინოვსკის თქმით, კარგი იქნებოდა, ყარაბაღი მოსკოვის კონტროლის ქვეშ გადასულიყო

25 მარტი, 2015 •
ჟირინოვსკის თქმით, კარგი იქნებოდა, ყარაბაღი მოსკოვის კონტროლის ქვეშ გადასულიყო

“როგორ უნდა მოვაგვაროთ ყარაბაღის პრობლემა? თუ ყარაბაღს აზერბაიჯანს დავუბრუნებთ – სომხები განაწყენდებიან. თუ სტატუს-კვო აღიარე, თქვენ განაწყენდებით. მე გთავაზობთ მესამე ვარიანტს – შეიძლება ყარაბაღი მოსკოვის კონტროლის ქვეშ გამოვაცხადოთ. რუსეთმა უზრუნველყოს სომხებისა და აზერბაიჯანელების უსაფრთხოება ამ ზონაში, ადამიანების გადაადგილება, ეკონომიკის აღდგენა. თუ არ უნდათ, ყარაბაღში აზერბაიჯანული დროშა აღიმართოს, შესაძლებელია, რაიმე საერთო დროშა, მაგალითად, დსთ-ს დროშა მოვიფიქროთ, სადაც იქნება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დროშების ელემენტები”, – განუცხადა ჟირინოვსკიმ აზერბაიჯანულ გამოცემა haqqin.az-ს ინტერვიუში.

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

 

ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  
  




მასალების გადაბეჭდვის წესი