დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტმა რატიფიცირებისთვის 2015 წლის იანვარში წარადგინა, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო პენსიების უზრუნველყოფის საკითხებზე თანამშრომლობისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. დოკუმენტი ითვალისწინებს სამხედროებისა და მათი ოჯახების წევრების საპენსიო უზრუნველყოფას ისეთ შემთხვევაში, როცა ისინი საცხოვრებელ ადგილს იცვლიან ან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადადიან.
დოკუმენტის თანახმად, ამ პირების საპენსიო უზრუნველყოფა მოხდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით, რომლის ტერიტორიაზეც ისინი მუდმივ მაცხოვრებლებად იმყოფებიან. იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი საცხოვრებელ ადგილს გამოიცვლის, მას უფლება აქვს, მიიღოს პენსია საცხოვრებლად არჩეული ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების მიხედვით, წერს “რია ნოვოსტი”.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |