ახალი ამბები

ობსერვატორიის დირექტორი: შევხვდით მინისტრის მოადგილეს და დიდი მოლოდინები გვაქვს

4 ოქტომბერი, 2019 • 1262
ობსერვატორიის დირექტორი: შევხვდით მინისტრის მოადგილეს და დიდი მოლოდინები გვაქვს

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე აბასთუმნის ასტროფიზკული ობსერვატორიის თანამშრომლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ობსერვატორიის დირექტორმა მაია თოდუამ განაცხადა, მოლოდინები დიდი აქვთ და მიიჩნევს, რომ ცალკე სსიპ-ად გამოყოფით ობსერვატორიას განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება:

მაია თოდუას კომენტარს განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„აბასთუმნის ობსერვატორიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებში გადასვლასთან დაკავშირებით შევხვდით მინისტრის მოადგილეს და დიდი მოლოდინები გვაქვს. როგორც გიორგი ვაშაკიძემ ჩვენთან შეხვედრისას აღნიშნა, ობსერვატორია ჩამოყალიბდება სსიპ-ად, რაც ნიშნავს მეტ დამოუკიდებლობას, ავტონომიასა და შესაძლებლობებს.

სახელმწიფოს მხრიდან უნიკალური ობსერვატორიის მიმართ დიდი მხარდაჭერა და ყურადღება იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ საქართველოში ერთადერთ და რეგიონში არსებული სულ რამდენიმე ობსერვატორიიდან ერთ-ერთ უნიკალურ – აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება“, – განცხადა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა მაია თოდუა.

განათლების სამინისტროს განცხადებით, მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ობსერვატორიის ცალკე სსიპ-ად არსებობა როგორც ფინანსური, ასევე სხვადასხვა რესურსის თვალსაზრისით მის გაძლიერებას გულისხმობს.

გიორგი ვაშაკიძის განცხადებით, განხორციელდება დაწესებულების ინფრასტრუქტურის უკეთესად მოწყობა და მისი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მოხდება იმ მოწყობილობების განახლება, რაც უფრო წარმატებით ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

„ჩვენც ველოდებით ინფორმაციას“ — ისარგებლებს თუ არა ილიაუნი აბასთუმნის ობსერვატორიით?

მასალების გადაბეჭდვის წესი