ახალი ამბები

ქუთაისში Marks and Spencer-ის ტანსაცმელი შეიკერება – “აწარმოე საქართველოში”

4 ოქტომბერი, 2019 • 1276
ქუთაისში Marks and Spencer-ის ტანსაცმელი შეიკერება – “აწარმოე საქართველოში”

“აწარმოე საქართველოს” ინფორმაციით, ქუთაისში ბრიტანული ბრენდის, Marks and Spencer-ის ტანსაცმელი შეიკერება.

როგორც უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, „სამკერვალო კომპანია იმერი“ ტანსაცმლის შეკერვას ნოემბრიდან დაიწყებს. მათივე ცნობით, კომპანია “აწარმოე საქართველოს”  ბენეფიციარია.

“იმერმა” წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის,
Marks & Spencer-ის აუდიტი და ოფიციალური მიმწოდებელი გახდა,”-ამბობენ უწყებაში.

“აწარმოე საქართველოშის” ინფორმაციითვე, სამკერვალო კომპანიას ფინანური დახმარება გაუწიეს, რაც 800 ათასლარიანი სესხის თანადაფინანსებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი