მთავრობის ინფორმაციით, ბიზნესის დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცეს, რომლითაც საბანკო სესხზე პროცენტს დაუფინანსებენ სხვადასხვა ღონისძიების მომწყობ კომპანიებს.
მთავრობის ცნობითვე, სუბსიდირების მიზანია, დაეხმარონ ასეთ კომპანიებს სესხის დაფარვაში. დღეს მოქმედი რეგულაციებით მათ საქმიანობა აკრძალული აქვთ.
“პროგრამის თანახმად, ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედ კომპანიებს, რომლებზეც სესხის 80% გაცემულია შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, სახელმწიფო დაუფინანსებს 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხულ პროცენტებს”, – წერია მთავრობის განცხადებაში.
მთავრობისი ნფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სუბსიდირების სქემის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს, რომელიც ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას დადგენილების მოთხოვნებთან და განაცხადს უგზავნის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“.