ახალი ამბები

გურჯაანში პატრულის მანქანა განზრახ დააზიანეს

24 მარტი, 2015 •
გურჯაანში პატრულის მანქანა განზრახ დააზიანეს

ის, თუ რისგან არის გამოწვეული ინციდენტი და რა სახის დაზიანება მიიღო ავტომანქანამ, შსს-ს ცნობით, გამოძიება დაადგენს.

 

”სროლაც იყო თუ არა, ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ჯერ არ ვიცით. დაზიანებულია ავტომანქანა და გამოძჳება დაწყებულია ამ ეტაპზე. თავისთავად ამას სჭირდება საგამოძიებო მოქმედებები და სანამ დასკვნა არ იქნება, ზეპირად ვერაფერს გეტყვით. თუ იქნება სროლის ფაქტი, ამას დავადასტურებთ,” – განგვიცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი