შსს–ს მიერ გავრცელებული განცხადებით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მომხდარიდან რამდენიმე წუთში გურამიშვილის გამზირზე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

 

შსს–ს განცხადების თანახმად, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოღებულია. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფოტო –  შსს–ს ვიდეომასალიდან
ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *