გია ყანჩელი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

გია ყანჩელს 5 ოქტომბერს თბილისში, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მსოფლიოში ცნობილ კომპოზიტორს, რომელიც 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, 14:00 საათზე რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კულტურის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს ტოვსტონოგოვის ქ.N6-ში გაიმართება.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორი 50-მდე კინოფილმის მუსიკის ავტორია. „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“… წერდა მუსიკას სპექტაკლებისთვის, მაგალითად, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“.

გია ყანჩელი პაუზებს შორის