ახალი ამბები

თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

4 ოქტომბერი, 2019 • 1271
თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულო გარდაცვლილი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სახელს ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს მიანიჭებს. ამის შესახებ საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, გია ყანჩელის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს გული დაწყვიტა.

კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსკულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა.

ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს.

თბილისის საკრებულო გამოდის ინიციატივით, თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს. ობიექტის შერჩევის და სახელდების პროცედურებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით განახორციელებს”, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი