ახალი ამბებიხელოვნება

დამშვიდობება მაესტროსთან – გია ყანჩელს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

5 ოქტომბერი, 2019 • 11564
დამშვიდობება მაესტროსთან – გია ყანჩელს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

მსოფლიოში ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, რომელიც 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, დღეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. 

უკვდავი “ყვითელი ფოთლების” ავტორი გია ყანჩელი შემოდგომაზე, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას  14:00 საათზე გამოასვენებენ რუსთაველის თეატრიდან. 

მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორი 50-მდე კინოფილმის მუსიკის ავტორია. „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“… წერდა მუსიკას სპექტაკლებისთვის, მაგალითად, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“.

4 ოქტომბერს, გია ყანჩელის პატივსაცემად ჰააგის უძველესი ეკლესიის სამრეკლოდან  კომპოზიტორის უკვდავი ნაწარმოებები აჟღერდა. 

გია ყანჩელმა საქართველო 90-იან წლებში დატოვა. ქვეყნიდან წასვლის მიზეზად “ბათუმელებთან” საუბრისას მან იმდროინდელ ხელისუფლების ნაციონალისტური გზავნილები დაასახელა,  მაგალითად, „საქართველო მხოლოდ ქართველებს“.

“ჩემთვის სიბნელეა ფუნდამენტალიზმი, ნაციონალიზმი, ვაიპატრიოტული გამოვლინებები, რომლებსაც მოაქვთ მხოლოდ ზიანი”, – ამბობდა ის. 

„მიმაჩნია, რომ ადამიანის მარტოობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა… ეს მარტოობა დაკავშირებულია სწორედ სიჩუმესთან… რაც უფრო ხმამაღალია ეს ჩვენი საუკუნე, მით უფრო მეტად მინდა ხოლმე, რომ გამოვხატო სიჩუმე. მუსიკაში ეს ძალიან რთულია,“- ამბობს ინტერვიუში ყანჩელი, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ
https://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/100227/
https://batumelebi.netgazeti.ge/news/231414/

მასალების გადაბეჭდვის წესი