საქალაქო სასამართლოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის მარტის დასაწყისში თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა საქართველოს მოქალაქეს სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, უწყების ცნობითვე, ქრთამის სახით მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 3 000 ევრო.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
წინასასამართლო სხდომა 5 მაისს დაინიშნა.








