სრული მზის დაბნელება ფიქსირდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება და მისი ჩრდილი დედამიწას ეფინება. მსგავსი დაბნელება მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება და იშვიათ მოვლენად მიიჩნევა. თითოეული გეოგრაფიული ლოკაციისათვის ის სამ საუკუნეში ერთხელ ხდება. პარასკევის დაბნელება ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილსა და არქტიკის ოკეანის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, ამიტომ მისი დანახვის შესაძლებლობა ბევრს არ ჰქონია. ევროპის დიდი ნაწილი და აფრიკის ჩრდილოეთი მხოლოდ ნაწილობრივი დაბნელების მოწმე გახდება.
ასევე 20 მარტს მთვარე დედამიწას მოუახლოვდა და დაახლობით 15%-ით უფრო დიდი გამოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივ. ამ მოვლენის დანახვა ყველამ ვერ შეძლო. მზის დაბნელება მხოლოდ ახალი მთვარის გამოსვლისას ხდება. ამ შემთხვევაში მთვარის სილუეტის დანახვას მზის დისკოზე იყო შესაძლებელი.
მზის სრული დაბნელება თბილისის დროით 11:41სთ-ზე დაიწყო, სრულ ფაზას 13:45სთ-ზე მიაღწია და 15:50 სთ-ზე დასრულდა. ყველაზე დიდხანს, 2 წუთის განმავლობაში მისი დანახვა ფარის კუნძულებიდან იყო შესაძლებელი.