2020 წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარით განისაზღვრება.
აქედან მიმდინარე ხარჯები 11,3 მილიარდი ლარი და მშპ-ის 23,5%-ია. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულია 3,7 მილიარდი ლარი, ხოლო ვალის დაფარვისთვის – 1 მლრდ ლარი.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
“მომავლი წელი ჩვენ დავგეგმეთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. თუ გავითვალიწინებთ რეგიონულ ტენდენციებს, 5% არის ძალიან ამბიციური და გამბედავი განაცხადი”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.