ახალი ამბები

მასწავლებლების, სამართალდამცველების, ჯარისკაცებისა და სოფლის ექიმების ხელფასები იზრდება

30 სექტემბერი, 2019 •
მასწავლებლების, სამართალდამცველების, ჯარისკაცებისა და სოფლის ექიმების ხელფასები იზრდება

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა რამდენიმე კატეგორიის დასაქმებულებისთვის.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე , ასევე, მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით.

ასევე, 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება 100 ლარით.

“გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში მათ ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 2020 წლის პირველი ივლისიდან 100 ლარით გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასები.

“ყველას გვესმის, რომ ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში, იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზედაც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი – ესენი არიან ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებები, ჯარისკაცემი, სამართალდამცველები და ექიმები”, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს იყო პირველი ბიუჯეტი, რომელზეც მთელი პოლიტიკური გუნდი ერთად მუშაობდა და პროცესში ჩართული იყო პარტიის თავმჯდომარე (ბიძინა ივანიშვილი), მთავრობის თითოეული წევრი, თითოეული დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი