სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აკრიტიკებს გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის მოლაპარაკებების ფორმატს.
„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ თითო კაცის შეხვედრის ფორმატის, რაც არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი… ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ფორმატი და ვფიქრობ, ამ დიალოგში უნდა იყოს მესამე მხარე. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი სახელმწიფო ჩაერთოს და უფრო მეტი პირველი პირი ჩაერთოს“, — ამბობს მამუკა ხაზარაძე.
„აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო ძალები. ვისურვებდი, რომ ეს ძალები იყვნენ დიდი დასავლური ქვეყნების პირველი პირები, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ასეთ დონეზე უნდა ავიყვანოთ ეს დიალოგი. ეს უნდა შეძლოს ქართულმა დიპლომატიამ“, — ამბობს ხაზარაძე 25 სექტემბერს ჩაწერილ ინტერვიუში.
ამ და სხვა საკითხებზე წაიკითხეთ ვრცლად „ნეტგაზეთის“ ინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან:
ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება — ინტერვიუ ხაზარაძესთან
ნახეთ ასევე:
კარასინი თანამდებობას ტოვებს – რა ბედი ელის აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს