ახალი ამბები

ზარდიაშვილი: ბესელია თავიდანვე ჩანერგილი იყო „ოცნებაში“ და სააკაშვილის ინტერესებს ატარებდა

26 სექტემბერი, 2019 • 1914
ზარდიაშვილი: ბესელია თავიდანვე ჩანერგილი იყო „ოცნებაში“ და სააკაშვილის ინტერესებს ატარებდა

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს, ეკა ბესელიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მოქმედებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის პარტიაში ენმ-ის ჩანერგილი იყო.

„ბესელია თავიდანვე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის მატარებელი ადამიანი. ის თავიდანვე იყო ჩანერგილი „ქართულ ოცნებაში“, რათა ძირი გამოეთხარა „ქართული ოცნებისთვის“. ამისთვის არსებობს ბევრი მყარი ფაქტი. ამას თუ ერთიან სისტემაში დავინახავთ, ეჭვი არ შეგეპარებათ“, — თქვა ზარდიაშვილმა ტვ პირველის ეთერში 26 სექტემბერს, ბესელიასთან დაპირისპირების შემდეგ.

„სააკაშვილმა რატომ შეიწყალა ეკა ბესელიას შვილი მეორე დღესვე? ის იყო მისი ინტერესების გამტარებელი „ქართულ ოცნებაში“. ის იყო იმდროინდელი სუს-ის თუ კუდ-ის გავლენის ქვეშ და დღემდე აგრძელებს ამას“, — თქვა ზარდიაშვილმა და დასძინა: „ბესელიასთან მე კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია“.

ნახეთ ასევე:

შეურაცხყოფა არ მიმიყენებია — ზარდიაშვილი იმეორებს რეპლიკას „ბესელიას მორალზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი