ახალი ამბები

ზარდიაშვილი ამბობს, რომ 2020-ის საარჩევნო სიაში არ იქნება

26 სექტემბერი, 2019 • 1175
ზარდიაშვილი ამბობს, რომ 2020-ის საარჩევნო სიაში არ იქნება

პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება.

„მე სიაში ნამდვილად აღარ ვიქნები და, გულწრფელად რომც გითხრათ, არ მინდა. მე არ ვარ კარიერისტი და ამბიციური ადამიანი. ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგნეს. ნებისმიერ დროს შემიძლია, პარლამენტარის მანდატზე უარი ვთქვა, თუ ამას გუნდი საჭიროდ ჩათვლის. შესაბამისად, სურვილი, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში ვიყო, ნამდვილად არ გამაჩნია“, — თქვა ვანო ზარდიაშვილმა 26 სექტემბერს ტვ პირველის ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი