“ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა. ვისურვებდი, რომ ასეთი გაფრთხილებები თუ ასეთი შეხსენებები ძალიან ხშირად იყოს იმისთვის, რომ მოქალაქეებმაც კარგად იცოდნენ თავისი უფლებები და მოვალეობები, ამა თუ იმ აქციის ორგანიზატორებმაც და პოლიციელებმაც, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული. მეტი ინფორმირებულობა, კანონის მეტი განმარტება – ეს არის ხელისუფლების საქმე და ამოცანა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ქალაქ ზუგდიდში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის მომდარ დაპირისპირებაზე. მისი თქმით, ამგვარი ქმედებები დაუშვებელია.
“ამდაგვარი მოქმედებები არის დაუშვებელი ქვეყანაში. თუ ვინმე პროვოკაციას ჩადის, მას არ უნდა მივცეთ პროვოკაციის ჩადენის საშუალება, თუ პროვოკაციაზე ვეგებით, მაშინ არც ჩვენი საქმეა კარგად. თუ ვინმე პროვოკაციაზე გვაგებს ასე ადვილად, მაგრამ თავისთავად ამ ტიპის მოვლენები უნდა იქნეს აცილებული მაქსიმალურად. დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო უწყებები დროულად გვეტყვიან იმას, თუ რა მოხდა და რაშია საქმე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.