ახალი ამბები

გეწაძის აზრით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აბორტი უნდა აიკრძალოს

25 სექტემბერი, 2019 •
გეწაძის აზრით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აბორტი უნდა აიკრძალოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე მომხრეა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აბორტი აიკრძალოს.

აბორტის წინააღმდეგ გაკეთებული გამონათქვამები, მათ შორის, სადაც პატრიარქს ციტირებდა, გეწაძეს შეახსენა  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან  გოცირიძემ. გეწაძემ აღნიშნა, რომ დეპუტატის მიერ წაკითხულია ამონარიდები სამეცნიერო სტატიიდან და არა სასამართლო გადაწყვეტილებიდან, რაც პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისგან.

“აბორტის ტოტალურ აკრძალვაზე მე არ ვსაუბრობ. პირიქით, მე ამის წინააღმდეგ გამოვდივარ. მე დავწერე, რომ აბორტის სრულად აკრძალვა არის გულუბრყვილობა, არ შეიძლება. არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა, გადაინაცვლა იატაკქვეშეთში. თუ ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ დედის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ ნაყოფის ჩასახვა მოხდა გაუპატიურების გზით, ინცესტის გზით, ასეთ დროსაც ვეთანხმები [აბორტს]”, – განაცხადა გეწაძემ.

“ანუ, ექსტრემალური გამონაკლისების გარდა, აბორტი უნდა აიკრძალოს?” ,- დაინტერესდა რომან გოცირიძე.

“დიახ, რა არის ამაში უცნაური?!”, – აღნიშნა გეწაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი