უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შოთა გეწაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში პროგრესული განვითარება სახეზეა, თუმცა მოსახლეობას ამაზე მწირი ინფორმაცია აქვს.
როგორც გეწაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სასამართლოს დამოუკიდებელობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია.
“მე ვისურვებდი, რომ სასამართლო უფრო მეტად ახდენდეს საზოგადოების ინფორმირებას. სასამართლოში იმდენად კარგი რამ ხდება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ საზოგადოებამ, მათ შორის თქვენ, არ იცით ამის თაობაზე. იმდენი ადამიანის უფლების დაცვა ხდება… სამწუხაროდ, სასამართლო მოიკოჭლებს იმ თვალსაზრისით, რომ თავისი კარგი სინამდვილე დაანახოს მოსახლეობას. სამწუხაროდ, მხოლოდ ნეგატივი შუქდება. სასამართლომ სწორად ვერ დაანახა საზოგადოებას თავისი თავი”, – განაცხადა შოთა გეწაძემ.