ახალი ამბები

ვინ ეპატიჟება? – ვაშაძე ხაზარაძის განცხადებაზე, რომ ენმ-თან არ ითანამშრომლებს

24 სექტემბერი, 2019 • 1405
ვინ ეპატიჟება? – ვაშაძე ხაზარაძის განცხადებაზე, რომ ენმ-თან არ ითანამშრომლებს

“ჯერ ერთი, ვინ ეპატიჟება”,-ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის ენმ-თან არ ითანამშრომლებს.

ვაშაძის თქმითვე, ნაციონალური მოძრაობა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

“ყველაზე ნაკლებად მსურს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან კამათი. ასე უნდათ?! პრობლემა არ არის. ეჭვი მეპარება, ხაზარაძე ოპოზიციურ ველზე მსხვილი მოთამაშე იყოს, რადგან საქართველოს ამომრჩეველმა შავ-თეთრის გარჩევა ისწავლა. ნუ დავკონკრეტდებით კონკრეტულ პარტიებზე, მაგრამ [ხალხს] ექმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სანამ კარებზე არ დაგიკაკუნებენ, ქვეყანა არ გადარდებს, თურმე ბიზნესი შესანიშნავად სუნთქავს და ა.შ. მაგრამ როცა მოგადგებიან, მერე გახსენდება- ახლაგაზრდობა გაკრეფილია საზღვარგარეთ, ბიზნესის დასაწყებად კრედიტის აღება შეუძლებელია და სხვა, თუმცა ვიმეორებ, ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსი არ მინდა”,-განაცხადა ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად თუ დასჭირდა ხმები, ის არ ითანამშრომლებს არც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც “ქართულ ოცნებასთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი