ახალი ამბები

USAID-ის მხარდაჭერით კოკში თხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდა

24 სექტემბერი, 2019 •
USAID-ის მხარდაჭერით კოკში თხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდა

სამეგრელოში, სოფელ კოკში, USAID-ის მხარდაჭერით თხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდა. სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს მშენებლობაზე, ჯამში, 770 ათასი ლარია დახარჯული, საიდანაც 285 ათასი ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა -დონორებისა და ბენეფიციარის წილი..

სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში 17 ადამიანი დასაქმდა და წელიწადში 300 ფერმერს მოემსახურება.

“რეგიონში თხილის გამრჩევი, საშრობი და სასაწყობო (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისი თხილის მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ მაღალი ხარისხისა და, შესაბამისად, მაღალი ღირებულების მოსავალი”,-აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი