ახალი ამბები

ნემსისა და აქლემის ქურდი თქვენთვის ორივე ქურდია? – ზარდიაშვილის შეკითხვა გაბინაშვილს

24 სექტემბერი, 2019 • 2869
ნემსისა და აქლემის ქურდი თქვენთვის ორივე ქურდია? – ზარდიაშვილის შეკითხვა გაბინაშვილს

“ეს ჰიპოთეტური კითხვაა – ნემსისა და აქლემის ქურდი თქვენთვის ორივე ქურდია?” – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

“თუ ის აქლემიცა და ნემსიც სხვისია, კანონმდებელმა თქვა, რომ ნემსს თუ მოიპარავს, უნდა დაისაჯოს და სამართალი აღსრულდეს, აქლემს თუ მოიპარავს, მაინც უნდა დასაჯოს. მუხლის შენიშვნაში ჩამოთვლილია, რომ კვალიფიკაციას განსაზღვრავს ზარალის ოდენობაც; კვალიფიკაციას განსაზღვრავს დამდგარი მძიმე შედეგი. შეიძლება ნემსი არ იყოს რაიმე ფასეულობის მქონე, მაგრამ მოქმედება იყოს დასჯადი და ეს მოქმედება უნდ აიყოს დასჯადი, იმიტომ, რომ დღეს ნემსის მოპარვა არაა დაშვებული სამართლებრივად”, – უპასუხა მერაბ გაბინაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მეორე დღეა უსმენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი