ახალი ამბები

მურმან დუმბაძე ოჯახის დასაცავად იარაღის ყიდვას გეგმავს

16 მარტი, 2015 •
მურმან დუმბაძე ოჯახის დასაცავად იარაღის ყიდვას გეგმავს

მურმან დუმბაძე გამოეხმაურა „თავისუფალი თაობის“ მიერ გუშინ გაკეთებულ აქციას. ამ ჯგუფის წევრებმა გუშინ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების ყველა მოღალატე დეპუტატის“ სახლთან აქციას გამართავენ.

 

მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე

გუშინ „თავისუფალი თაობის“ წევრები მართლაც იყვნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ჯემალ ფუტკარაძის სახლთან, სადაც მას „მოღალატე“ და „სამარცხვინო“ უწოდეს. „თავისუფალი თაობის“ წევრებმა გუშინვე დააანონსეს, რომ „მათი სტუმრობა დამთავრდება მურმანისთან სახლში“.

 

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ არავის მისცემს უფლებას შეიჭრას მის კერძო საკუთრებაში და თუ ვინმე გაბედავს მისი ოჯახის, მეუღლის, ნათესავების ან გვარის შეურაცხყოფას, ყველას სათანდაო პასუხს გასცემს. „მე მაქვს კონსტიტუციური უფლება დავიცვა ოჯახი და კერძო საკუთრება“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

მურმან დუმბაძესთან ერთად ბრიფინგზე იმყოფებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები – ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე.

 

შეგახსენებთ, ზემოთ დასახელებული სამივე დეპუტატი „ქართული ოცნების“ წევრი იყო, უკვე რამდენიმე თვეა ეს სამი დეპუტატი მმართველ პარტიას დაუპირისპირდა.

 

ბრიფინგის მერე მურმან დუმბაძე ბათუმში წავიდა იარაღის შესაძენად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი