ახალი ამბები

ალანია აბორტზე: ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება – სამი შვილის დედა ვარ

23 სექტემბერი, 2019 •
ალანია აბორტზე: ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება – სამი შვილის დედა ვარ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე დაინტერესდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, თამარ ალანიას პოზიციით ხელოვნური აბორტის აკრძალვაზე.

“დღემდე არ არსებობს ქვეყნებს შორის კონსენსუსი, სიცოცხლის დაწყების დასაწყისად რა ითვლება. ამიტომ, ემბრიონს/ფეტუსს მივიჩნევთ თუ არა სიცოცხლის საწყისად და იცავს თუ არა მას გარანტირებულად სიცოცხლის უფლება. არის ქვეყნები, სადაც აკრძალულია, მაგრამ ისეთი პრობლემები იჩენს თავს, რომელიც უკავშირდება ქალთა უფლებებს. ასევე, ამ საკითხს უკავშირდება მწვავედ გაუპატიურების შემთხვევები, არასრულწლოვნის დაფეხმძიმების ფაქტები… ამიტომ ეს ძალიან სენსიტიურ მიდგომებთან არის კავშირში. სტრასბურგის სასამართლო ამას ქალის არჩევანის სასარგებლოდ წყვეტს ხოლმე”, – განაცხადა ალანიამ.

დეპუტატმა აკაკი ზოიძემ დააზუსტა, რომ პირადად თამარ ალანიას მოსაზრება აინტერესებს და არა საერთაშორისო პრაქტიკა.

“ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება – სამი შვილის დედა ვარ”, – უპასუხა ალანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი