ახალი ამბები

რაღაც დოზით ნარკოტიკების მოხმარების კონტროლიც უნდა მოხდეს – ალანია დეკრიმინალიზაციაზე

23 სექტემბერი, 2019 •
რაღაც დოზით ნარკოტიკების მოხმარების კონტროლიც უნდა მოხდეს – ალანია დეკრიმინალიზაციაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანია მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკა მხოლოდ იურისტების მიერ ლიბერალური მიდგომის საფუძველზე არ უნდა ჩამოყალიბდეს და საჭიროა, ნარკოლოგების ჩართულობა.

“სტრასბურგის სასამართლოში არსებობს გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით. მაგრამ გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის რეალობა, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა. ერთ პერიოდში მომიწია ნარკოლოგების კვლევებთან და სამეცნიერო ნამუშევრებთან შეხება. საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მარიხუანა არის ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელი, აღმოჩნდა, რომ ფსიქიკის ყველაზე დიდი ტრავმას ახდენს და ორგანიზმიდან მის განდევნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. კანონის ლიბერალიზაცია კარგია, მაგრამ სამეცნიუერო კვლევები უნდა დავუდოთ საფუძვლად”, – განაცხადა ალანიამ.

დეპუტატმა აკაკი ზოიძემ დააზუსტა, რომ საქმე ეხება მხოლოდ მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

“მოხმარებაზეც, მე ვფიქრობ, რაღაც დოზით უნდა მოხდეს კონტროლი და საჭიროა ნარკოლოგების ჩართულობა”, – აღნიშნა ალანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი