ახალი ამბები

“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

23 სექტემბერი, 2019 • 913
“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს, 23 სექტემბერს, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს ხალხი ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტპატიმრები არიან.

საპროტესტო აქციას სასამართლოს წინ უერთდებიან როგორც ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერები, ასევე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც მისი ძმისშვილის – მორის მაჩალიკშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

საქალაქო სასამართლოს განრიგის მიხედვით, დღეს 20 ივნისის საქმეზე 4 დაკავებულის – ალექსანდრე ზუბიაშვილი, ბესიკ თამლიანი, ვაჟა თოდუა, ზაქრო გვიშიანი – საქმე უნდა განიხილონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი